კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მუშაობას უარყოფითად აფასებს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო `კომერსანტი~ ავრცელებს.
„კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის~ პროგრამების მენეჯერის კახა ბახტაძის განცხადებით, როცა გარემოს დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი კორუფციაშია მხილებული და ხე - ტყის უკანონო ჭრა-რეალიზაციის მთელი სქემებია გაშიფრული, ეს სამინისტროს წარმატებულ მუშაობად ვერ ჩაითვლება.
`სამინისტროს სუსტ მუშაობაზე ისიც მეტყველებს, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში უწყებამ ვერ შეძლო ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხის სრულად შენარჩუნება. არასაკმარისი ლობირების გამო გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ამ მიმართულებით 700 ათასი ლარით შემცირდა~, - განაცხადა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ 30, 31 ოქტომბერს და 01 ნოემბერს, სტიქიამ კახეთის რეგიონს 7 მლნ 865 ათასი ლარის ზარალი მიაყენა.