აფხაზეთის მთავრობის თვმჯდომარის გიორგი ბარამიას ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი 31 ბავშვი საბერძნეთში გაემგზავრა.
10-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები საბერძნეთის რესპუბლიკის ხაკი-დიკის მუნიციპალიტეტის დაბა სკიონში არსებულ საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში ორი კვირის განმავლობაში დაისვენებენ.
ბავშვებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც მათთვის სხვადასხვა სახის ექსკურსია მოეწყობა.
დევნილი მოზარდები საბერძნეთის ისტორიულ და ღირსშესანიშნავ ადგილებს დაათვალიერებენ.
ბავშვები ორთაჭალის ავტოსადგურიდან აფხაზეთის მთავრობის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ბობოხიძემ გააცილა.