რუსეთის "სამართლიანი პარტიის" თავმჯდომარემ ბიზნესმენმა მიხაილ პროხოროვმა სარეკლამო კამპანია დაიწყო.
პროხოროვი, რომელიც პარტიის ლიდერად 25 ივნისს აირჩიეს, რუსეთში რეფორმების გატარების მომხრეა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოჩნდა მისი ბილბორდები სლოგანებით: "ცვლილებების გარდაუვალობა" და "ძალა სიმართლეშია".
თუ რა უჯდება პროხოროვს სარეკლამო კამპანია ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა გაზეთი "კომერსანტი" წერს, რომ მხოლოდ მოსკოვში და მის შემოგარენში სარეკლამო ბილბორდების განთავსებაზე მან სავარაუდოდ 10 მლნ რუბლი დახარჯა.
მიხეილ პროხოროვი რუსეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად ითვლება. იგი არის სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიებისა და ფონდების დამფუძნებელი.
სხვადასხვა პერიოდი ხელმძღვანელობდა "როსბანკს", "ნორლიკელს", "ონექსიმ ბანკს", სს "პლუს ზოლოტოს".
არის NBA-ს ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის New Jersey Nets საკონტროლო პაკეტის მფლობელი.
"ფორბსის" 2010 წლის რეიტინგის მიხედვით პროხოროვის ქონება 13,4 მლრდ. დოლარს აღწევდა 2011 წელს კი მისი ქონებრივი მდგომარეობა 18 მლრდ. დოლარად ფასდება.
რუსი მილიარდელების რეიტინგში პროხოროვი მესამე ადგილზე იმყოფება.