სირიის ქალაქ ჰამას დაცხირლვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა, ასევე დაჭრილია რამდენიმე ათეული ადამიანი.
ამის შესახებ ინფორმაციას "ფანს პრესი" ადამიანის უფლებათა დამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ქალაქ ჰამაში არმიის და უშიშროების ძალების ქვედანაყოფებმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნენს, რის შედეგადაც 45 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა.
სამედიცინო პერსონალის განცხადებით, დღეს დილით ქალაქის ზოგიერთ რაიონში წყალი და ელექტროენეგია გამორთეს, რის შემდეგაც ქალაქში ტანკები შევიდა, რომლებმაც მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევბიდან ცეცხლი გახსნეს.
შეგახსენებთ, რომ სიარიაში რამდენიმე თვეა პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები იმართება. მომიტინგეები ასევე ხელისუფლებისგან ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებულ საგანგებო რეჟიმის დაუყოვნებლივ მოხსნასაც ითხოვენ.