დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს ეკვატორიალურ პროვინციაში მდინარე ჩუაპაზე ბორანი გემს შეეჯახა, რის შედეგად 100-მდე ადამიანია დაღუპული.
„ბი-ბი-სის" ინფორმაციით, მაშველებმა 80 ცხედრის ამოღება შეძლეს. ცნობილია, რომ გემზე სულ 220 მგზავრი იმყოფებოდა.
კატარსტროფის მიზეზებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს რუსეთში თბომავალი ბულგარია ჩაიძირა რის შედეგადაც 122 ადამიანი დაიღუოპა.