აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესმენებთან შეთანხმებას მიაღწია, ამის შესახებ CNN-ის ეთერში წარმომადგენლობითი პალატის "რესპუბლიკური" პარტიის, წარმომადგენერლმა, ტრეი გაუდიმ განაცხადა, რომელიც ვალის ზედა ზღვარის აწევის წინააღმდეგ გამოდის.
"ვფიქრობ რომ ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ.. დღეს ჩვენ ვემზადებით იმისათვის რომ საკითხი მესამე მოსმენისთვის მოვამზადოთ, რომელიც ზედა ზღვარის აწევას ითვალისწინებს"- აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ თუ კი 2 აგვისტომდე აშშ ვალის ზედა ზღვარს არ ასწევს, მაშინ ქვეყანას ტექნიკური დეფოლტის გამოცხადება მოუწევს.