თურქეთის სამხედრო ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით გადადგა, ამის შესახებ ინფორმაციას CNN Turk ავრცელებს.
თანამდება დატოვა, თურქეთის არმიის მთავარი შტაბის უფროსმა, ასევე გადადგნენ საჰაერო და საზღვაო არმიის შტაბის ხელმძღვანებელი.
სამხედრო მაღალჩინოსნების გადადგომის მიზეზად, ხელისუფლებასთან მათი უთანხმოება სახელდება. სხვა დეტალები ამ დროისათვის ცნობილი არ არის, თუმცა, როგორც ტელეკომპანია "ალ-ჯაზირა" იუწყება, დაძაბულობა სამხედრო მაღალჩინოსნებსა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოგანს შორის ცოტა ხნის უკან წარმოიშვა.
მასალის გამოყენების პირობები