ნორვეგიისა და ბელორუსში განხორციელებულ ტერაქტებს შორის მინსკელმა სპეცსამსახურებმა საერთო იპოვეს. ანდრეს ბრეივიკი ტერორისტი, რომელმაც ნორვეგიაში 76 ადამიანი მოკლა აღმოჩნდა, რომ 2005 წელს მინსკში იყო ჩასული.
ბელორუსის სპეცსამსახურებმა დაადგინეს, რომ ბრეივიკი ბელორუსში 2005 წლის 4 მარტს ჩავიდა და მინსკში ერთი კვირის განმავლობაში ცხოვრობდა.
მისი ვიზიტიდან რამდენიმე თვეში კი ბელორუსში ორი ტერაქტი მოხდა, მათ შორის ერთ -ერთი ქალაქ ვიტებსკში.
ახლა სამართალდამცავები არკვევენ იცნობდა თუ არა ბრეივიკი ტერაქტების მთავარ გმირს დიმიტრი კონოვალოვს. არ არის გამორიცხული ბელორუსულმა სპეცსამსახურებმა კონოვალოვი თავიდან დაკითხონ და მისი და ნორვეგიელი ტერორისტის ურთიერთობები დაადგინონ. წინასწარი ინფორმაციით, კონოვალოვსა და ბრეივიკსაც საერთო ოდეოლოგია და მოთხოვნები აქვთ.