პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ბოგდან კლიხმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
ბრიტანული ტელერადიოკორპორაცია "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, მან ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც პოლონურმა მხარემ სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზების შესახებ საკუთარი გამოძიების ანგარიში გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ პოლონურმა მხარემ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა სმოლენსკის ტრაგედიაზე.