ლიბიის მეამბოხეების სამხედრო მეთაური აბდელ ფატა იუნესი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციის ლიბიის გარდამავალი საბჭო ავრცელებს. როგორც საბჭოს ლიდერმა მუსტაფა აბდილ ჯალილმა განაცხადა, იუნესს შეირაღებული თავდასხმელთა ჯგუფი დაესხა თავს. მისი თქმიტ, დაჯგუფების ლიდერი მეამბოხეება აიყვანეს.
Jალილი ვერ ასახელებს ზუსტ ინფორმაციას, თუ ვის მიერ იყო შეკვეთილი მკვლელობა. როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები ამბობენ, იუნესს მის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედროების ნაწილი არ ენდობოდა, რადგან თავის დროზე ის ლიბიაში დისიდენტების მთავრი მოწინააღმდეგე იყო. თავდასხმის დროს იუნესის ორი თანამშრომელიც დაიღუპა: პოლკოვნიკი მუჰამედ ხამისი და ნასირ ალ-მადხური. გარდამავალი საბჭოს მეთაურის განცხადებით, მეამბოხეები მათი იუნესისა და მისი ხელქვეითების მკვლელობის გამო სამ დRიან გლოვას გამოაცხადებენ.
იუნესი ლიბიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრია. მან თანამდებობა 2011 წლის თებერვალში დატოვა და აჯანყებულებს შეუერთდა. ის 1969 წელს ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის აქტიური მხარდამჭერი იყო. კადაფი მთავრობაში სწორედ 1969 წელს მოვიდა.