სმოლენსკთან მომხდარ კატასტროფაზე პასუხისმგებლობა, რომლის შედეგად პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და პოლონეთის მთავრობის წევრები დაიღუპნენ პოლონურ მხარეს ეკისრება - ასეთია დასკვნა პოლონური კომისიისა, რომელიც ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების დასადგენად შეიქმნა.
"კატასტროფის ძირითადი მიზეზეზებზე პასუხისმგებლობა პოლონურ მხარეს ეკისრება", _ ნათქვამია კომისიის ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან თვითმფრინავმა "ტუ 154"-მა რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი, მისი მეუღლე და მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ კატასტროფა განიცადა. შედეგად გარდაიცვალა 96 ადამიანი, მათ შორის 88 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი.