პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინკის თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზად, პოლონური კომისია, მაღალ სიჩქარით ლაინერის მინიმალურ სიმაღლეზე დაშვებას ასახელებს. ყოველივე ეს ნათქვამია პოლონური კომისიის დასკვნაში, რომელიც "ტუ 154" ავარიის მიზეზების დასადგენად იყო შექმნილი.
კომისიის დასკვნაში, კატასტროფის მიზეზად ასევე დასახელებულია მეორე წრეზე წასვლის პროცედურის დაგვიანება. იმავდროულად, დასკვნაში ნათქვამია, რომ სმოლენსკის აეროდრომი არ იყო მზად მიეღო საჰაერო ხომალდები და საჰაერო ოპერაციების შესრულებისას მათი უსაფრთხოება უზრუნველეყო.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან თვითმფრინავმა "ტუ 154"-მა, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი, მისი მეუღლე და მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ კატასტროფა განიცადა. შედეგად გარდაიცვალა 96 ადამიანი, მათ სოშოის 88 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი.