კანადის წყნარი ოკეანის სანაპიროზე სეისმური ენერგია დაგროვდა, რომელმაც შესაძლოა ძლიერი მიწისძვრა გამოიწვიოს. ეს ინფორმაცია საიმონ ფრეიზერის უნივერსიტეტის გეოლოგებმა "Nature Geoscience"-ში გამოაქვეყნეს. მათი ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ მიწისძვრა მოხდა, ეს მოვლენა საკმაოდ დიდი ტერიტორიის მომცველი იქნება.
აღსანიშნავია, რომ წყნარი ოკეანის სანაპირო ეს სეისმურად აქტიური ზონაა კანადის ტერიტორიაზე. კუნძულ ვანკუვერის მიდამოებში ბოლო 70 წლის განმავლობაში დაფიქსირებული იყო დაახლოების 100 მიწისქვეშა ბიძგი ხუთი და მეთი მაგნიტუდის სიმძლავრისა.
კანადის წყნარი ოკეანის სანაპიროსთან ყველაზე მძლავრი მიწისძვრა 1700 წელს მოხდა. მაშინ მისი სიმძლავრე 8,7 დან 9, 2 ბალს შეადგენდა, მიწისძვრის შედეგად გამოწვეულმა ცუნამმა კი 7 ათას კილომეტრში მდებარე იაპონიამდეც კი მიაღწია.