უკრაინის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 12 მუშას ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.
აფეთქება ლუგანსკის ოლქში გამთენიისას მოხდა. უბედური შემთხვევის მომენტში საბადოში 28 მუშა იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზი მეთანის გაჟონვა გახდა.