რუსეთი შავი ზღვის რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების წინააღმდეგია. ამის შესახებ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენლემა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა.
"ჩვენ წინააღმდეგები ვართ შავი ზღვის რეგიონში აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების, მაშინაც კი თუ ის ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ არ იქნება მიმართული", - აღნიშნა როგორზინმა და აქვე დასძინა, რომ ამ რეგიონში იარაღის განთავსების არანაირი საფუძველი არ არსებობს.
მისვე თქმით, მათ არ მოეწონება ის, რომ ამ სისტემის ევროპაში განვითარების მიზნით შავ ზღვაში აღმოჩნდებოდა უამრავი გემი ქვეყნებისა, რომლებსაც არანაირ შეხება ამ რეგიონთან არ აქვს.