ნორვეგიის პოლიციამ კუნძულ უტოიაზე სამძებრო სამუშაოები მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ყველა დაკარგული იპოვეს. ყოფილი ბანაკის ტერიტორიაზე მხოლოდ გაძლიერებული დაცვა რჩება.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ კი მუნიციპალიტეტებში შექმნილ კრიზისულ ჯგუფებს სპეციალური მითითებები გადაუგზავნა, რათა ტერაქტის შედეგად ტრამვირებულ ადამიანებს სათანადო დახმარება გაუწიონ.
ოსლოს ტერატქიდან კი თითმის ერთი კვირის თავზე მედიაში აფეთქების ამსახველი ვიდეოფირი გამოჩნდა. კადრები სამოყვარულო კამერითაა გადაღებული და მასზე ოსლოს ცენტრში არსებული მდგომარეობაა ასახული. დღეს ბრეივიკს კიდევ ერთხელ დაკითხავენ. მისი ბრალდების სირთულიდან გამომდინარე სავარაუდოდ სასამართლო განაჩენს წლის ბოლომდე ვერ გამოიტანს.
ნორვეგია საერთაშორისო საზოგადოებისგან ისევ სამძიმრებს იღებს.