ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს. 25-26 ივლისს ცესკოს თავმჯდომარე ყაზბეგსა და დუშეთში პოლიტიკური პარტიების რეგიონული ერთეულების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს, ასევე საოლქო კომისიების წევრებს შეხვდა.
თავმჯდომარემ შეხვედრების მონაწილეებს 2010 წლის 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ პერიოდში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში გააცნო, წარუდგინა სტრატეგიული გეგმის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაცია და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების გეგმა. შეხვედრების შემდეგ გაიმართა დისკუსიები საარჩევნო ადმინსტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ.
ცესკოს თავმჯდომარემ უკვე გამართა შეხვედრები აჭარის (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი, ბათუმი), გურიის (ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური) და სამეგრელოს (წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, სენაკი, ზუგდიდი, ხობი, ფოთი) რეგიონებში. აღნიშნული შეხვედრების შედეგად კომისიის თავმჯდომარე რეგიონების ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლების სხვადასხვა სახის რეკომენდაციებსაც ეცნობა, რაც ადმინისტრაციას საარჩევნო პროცესების უკეთ დაგეგმვაში ეხმარება.