დღეს, 19 დეკემბერს, 12:00 საათზე, ქალაქ რუსთავში დაგეგმილია ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ავტობაზრობის საზეიმო გახსნა.
რუსთავის ავტობაზრობა - ეს არის თანამედროვე კომპლექსი, რომლის შემადგენლობაში შედის 5 000 ერთეულ ავტომობილზე გათვალისწინებული ავტობაზრობა და 2 000 ერთეულ ავტომობილზე გათვალისწინებული საბაჟო ტერმინალი. ავტოკომპლექსი მდებარეობს თბილისიდან 1 კმ-ის დაშორებით (რამდენიმე წუთის სავალზე) სომხეთთან და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელ ავტომაგისტრალთან. მისი ფართობი შეადგენს 250 000 კვ.მ.Mავტოკომპლექსიდან 100 მეტრის დაშორებით განლაგებულია საქართველოს შსს საპატრულო დეპარტამენტი.
ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობაზრობა, თავისი მდებარეობით და მაშტაბებით მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიაზე რეექსპორტის გაზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და საქართველოს ბიუჯეტში შემოსავლების ზრდას.
მომხმარებლისთვის კი, ეს არის თანამედროვე და კომფორტული ავტობაზრობა, სადაც თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ადგილზე, ბაზრობის ტერიტორიიდან გაუსვლელად გაიაროს ყველა საჭირო პროცედურა ავტომობილის გაყიდვისა თუ შესყიდვისათვის.
ავტობაზრობის ტერიტორიაზე განთავსებულია ტაოპრივატბანკის მინი-განყოფილება, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისარგებლოს ყველა ტიპის საბანკო მომსახურებით, ხოლო 2010 წლიდან ადგილზე, მარტივად და სწრაფად შეიძინოს სასურველი ავტომობილი ტაოპრივატბანკის განვადებით!
უახლოეს მომავალში დაგეგმილია ავტობაზრობის ტერიტორიაზე სწრაფი კვების ობიექტების, ავტოსამრეცხაოების, ტექ. მომსახურების ობიექტების, საწყობების, საოფისე ფართების, ავტოსალონების, სასტუმროების და სხვა ობიექტების მშენებლობა.
ავტოკომპლექსი მუდმივად განვითარების პროცესში იქნება და მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის მომხმარებლებს!
ავტობაზრობის საზეიმო გასნაზე დაგეგმილია რეტრო ავტომობილების გამოფენა და DRIFT-SHOW, გახსნაში მონაწილეობენ ჯგუფი `მგზავრები", 33ა და ნიაზ დიასამიძე.
ავტომობილის პირველი მყიდველი საჩუქრად მიიღებს სახელობით ნომერს.