დასავლური მედიასაშუალებების ინფორმაციით, ავღანეთში მომხდარ ტერაქტს 17 ადამიანი ემსხვერპლა.
BBC -ს ინფორმაციით, დაღუპულთაგან ერთ-ერთი ტელეკომპანიის რეპორტიორი იყო. დაიღუპა ასევე 10 ბავშვი, ერთი პოლიციელი, ორი ქალი და სამი კაცი. დაშავდა 37 ადამიანი. შემთხვევა ურუზგანის პროვინციაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.
სულ დღეს ავღანეთში სამი ტერაქტი მოხდა. სამივე შემთხვევაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს.
როგორც BBC იუწყება, 25 წლის ჟურნალისტმა ტელეკომპანიაში 2008 წელს დაიწყო მუშაობა.