რაკეტსაწინააღმდეგო ევროპული თავდაცვის სისტემა, რომელიც ამჟამად აშშ-ში იქმნება რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული და ზოგი ამერიკელი პოლიტიკოსები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც რესპუბლიკური პარტიის მემარჯვენე რადიკალურ ფრთას მიეკუთვნებიან ამის შესახებ უკვე ღიად ლაპარაკობენ. ამაში პირადად დარწმუნდა რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში დიმიტრი როგოზინი, რომელსაც ამ ქვეყანაში "პრო"-სთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდა.
"ისინი არც მალავენ, რომ სისტემა, რომელიც მათ მიერ უნდა შეიქმნას მიმართული არა რომელიღაც მითიური ქვეყნების წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთში, რომლებსაც ვირტუალური სარაკეტო იარაღი აქვთ, არამედ მიმართული რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და ეს პოლიტიკოსები საერთოდ არ ფიქრობენ რუსეთთან არავითარ თანამშრომლობაზე", _ აცხადებს როგოზინი.
მისივე თქმით, ამერიკელებმა მიიღეს გაფრთხილება, რომ რუსეთი დეტალურად გააანალიზებს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის გეგმებსა და შედეგებს.
"აღნიშნული თავდაცვითი სისტემა, შესაძლოა თავდასხმით სისტემად იქცეს, რომელიც სწორედ რუსეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული", _ აცხადებს როგოზინი.