ძლიერ სიცხეს ამერიკის შეერთებულ შტატებში 60-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ სიცხეს მაღალი ტენიანობა ემატება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ტემპერატურა რამდენიმე დღით დაიწევს, მაგრამ დროებით.
მომავალი კვირიდან შტატებში უპრეცედენტოდ მაღალ ტემპერატურას ელოდებიან. ხელისუფლება მოსახლეობას გაფრთხილებას, მედიკოსები კი რეკომენდაციებს აძლევენ.
ბოლო მონაცემებით, სიცხის გამო დაღუპულთა რაოდენობამ 64-ს მიაღწია.