ჯილეხის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ბოლნისიდან 56 წლის მამაკაცი გადმოიყვანეს.
მას ციმბირის წყლულის კანის ფორმა აქვს. დაავადება მას საქონლის ხორცის დამუშავების შემდეგ განუვითარდა. მისი თქმით, ხორცი მარნეულის ბაზარში შეიძინა. ჯილეხით წელს 30 ადამიანი დაავადდა. შემთხვევები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გამოვლენილი.