დღეს, 28 ივლისს, 12.30 წუთიდან 13.00 საათამდე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილის მემორიალთან 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების მონაწილეები შეიკრიბებიან და ნორვეგიაში განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით აქციას გამართავენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეს, ჩატარდება ხანმოკლე ბრიფინგი და მოეწყობა გამოფენა-აქცია დევიზით "არა ძალადობას!"
13.00 საათზე შეკრებილი საზოგადოება სანთლებს აანთებს და წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს ნორვეგიაში დაღუპულთა ხსოვნას.