დღეს, 28 ივლისს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ- გვერდზე სამაგისტრო გამოცდების ორი ნაწილის შედეგები გამოქვეყნდება. მაგისტრობის კანდიდატები ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის შედეგებს 17.00 საათზე შეიტყობენ.
ლოგიკური მსჯელობის მაქსიმალური ქულაა 17, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი 5,2. რაოდენობრივი მსჯელობის მაქსიმალური ქულაა 20, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი - 5,1.
წელს ერთიანი სამაგისტრო გამოცდა 7 000-ზე მეტმა კანდიდატმა ჩააბარა.