ხვალ, 28 ივლისს 17:30 საათზე „ევროპის სახლში" ცნობილი ჰოლანდიელი დიზაინერი, კომპანია „Moooi"-ს კრეატიული დირექტორი მარსელ ვანდერსი ქართველ მხატვრებს, დიზაინერებსა და არქიტექტორებს შეხვდება.
მარსელ ვანდერსი 2011 წლიდან კომპანია „Moooi"-ის კრეატიული დირექტორია. სწორედ მისი ინიციატივით „Moooi" ქართული კომპანია „რუმსის" დიზაინით შექმნილ განათებას - Position Lamp-ს აწარმოებს.
2011 წლის სექტემბრიდან „მოის" კოლექციისთვის იგეგმება კიდევ ერთი ახალი ქართული პროდუქტის წარმოება. ამჯერად „მოის" კოლექციაში „რუმსის" ესკიზით შექმნილი ხალიჩა შევა.
მარსელ ვანდერსი თბილისში, 27-31 ივლისს, კომპანია „რუმსის" დიზაინერების მოწვევით ჩამოდის.