საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებაზე რუსეთის სამხედრო დაზვერვაა პასუხისმგებელი. ასეთ დასკვნამდე ამერიკული სადაზვერვო აგენტები მივიდნენ, - წერს "ვაშინგტონ თაიმსი".
გამოცემის ინფორმაციით, გასული წლის ნოემბერში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით აშშ-ის ცენტრალურ სადაზრვერვო სააგენტოში 3-გვერდიანი მოხსენება მომზადდა, სადაც გრუ-ს ოფისრის, ევგენი ბორისოვის ტერაქტების კავშირზეა საუბარი.
"ვაშინგტონ ტაიმსი" წყარომ იმ ამერიკელ ოფიციალურ პირებს იყენებს, რომლებიც მოხსენების შინაარს თავად გაეცნენ.
"თუ დადასტურდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან მომხდარ ტერაქტრში რუსეთი იყო გარეული, რუსულ-ამერიკული ურთიერთობები ცივი ომის შემდეგ ყველაზე რთულ ვითარებაში აღმოჩნდება და გადატვირთვის პოლიტიკაც კრახს განიცდის", - ნათქვამია სტატიაში.