საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ თურქეთში, ე.წ. ბამბის ციხის - პამუკკალეს ტერიტორიაზე წმინდა ფილიპე მოციქულის საფლავი აღმოაჩინა. სწორედ ამ ადგილზე, ლეგენდის თანახმად კლეოპატრა ბანაობდა.
"უკვე მრავალი წლის განმავლობაში ვცდილობდით წმინდა ფილიპე მოციქულის უკანასკნელი განსასვენებელი გვეპოვა და ბოლოს და ბოლოს ჩვენი ძიება წარმატებით დაგვირგვინდა. ეს ძეგლთა ძეგლი უძველესი ტაძრის ნანგრევებში ვიპოვეთ", _ აცხადებს ექსპედიციის ხელმძღვანელი ფრანჩესკო ანდრია.
"სი-ენ-ენის" ინფორმაციით, არქეოლოგის განცხადებით, საფლავი ჯერ -ჯერობით გახსნილი არ არის. "მაგრამ მოვა დრო და ეს აუცილებლად მოხდება. ჩვენს აღმოჩენას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა როგორც არქეოლოგიისათვის ისე მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის", _ აცხადებს არქეოლოგი.
ოდესღაც ანტიკურმა ქალაქმა ხიერაპოლისმა, სადაც განლაგებულია პამუკკალე (თანამედროვე თურქეთის ქალაქი დენიზლი) მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქრისტიანობის გავრცელებისათვის, მა შემდეგ რაც იქ მოწამეობრივად აღესრულა ერთ ერთი ათორმეტ მოციქულთაგანი წმინდა მოციქული ფილიპე. იქი იქ ქადაგებდა და აღესრულა დაახლოებით 81-95 წლებში რომის იმპერატორ დომიციანის მმართველობის დროს.
ამ ისტორიული მოვლენის შემდეგ ქალაქს "წმინდა" შეარქვეს, მხოლოდ 395 წელს იგი ბიზანტიის მმართველობის ქვეშ გადავიდა. მოციქულთა სწორმა იმპერატორმა კონსტანტინემ ქალაქი ფრიგიის ოლქის დედაქალაქად გამოაცხადა და ამავდროულად ეპისკოპოსობის ცენტრის დატვირთვა მისცა. აქ დაარსებული წმინდა ფილიპეს ტაძარი იყო ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული ადგილი მცირე აზიაში.