ძველი თბილისის გამგეობასა და კოტე მესხის #3-ში მცხოვრებ ერთადერთ ოჯახს შორის ქირით გასვლის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ :"ჯი-ეიჩ-ენს" ძველი თბილისის გამგებლის მოადგილემ ბესიკ ჯიმშელაძემ განუცხადა. მისი თქმით, სახლის ჩამონგრევამდე რამდენიმე ხნით ადრე, გამგეობამ იქ მცხოვრებ ყველა ოჯახს შესთავაზა ქირით გასვლა, რისთვისაც ფულით გამგეობა დააკმაყოფილებდა.
"ერთი ოჯახის გარდა, აღნიშნულ შეთავაზებაზე ყველამ თანხმობა განაცხადა,ჩვენ მათ ქირით გასვლა სახლის ავარიული მდგომარეობის გამო შევთავაზეთ. ამონგრევის შემდეგ კი იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიში გახდა. ამ სახლში მხოლოდ ერთი ოჯახი იყო დარჩენილი. ისინი ნახევარსადაფის ტიპის ბინაში ცხოვრობენ. შეთავაზება მათთვის კვლავ ძალაშია და ოჯახის უფროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რატომ იუარეს ქირით გადასვლა თავის დროზე ჩვენთვის უცნობია", - განაცხადა ჯიმშელაძემ.
მისი თქმით, კომპენსაციის თანხა ოჯახის სულადობაზეა დამოკიდებული და ის გამგეობის სხდომაზე გადაწყდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს მთაწმინდაზე, კოტე მესხის #3-ში სამ სართულიანი სახლი ჩამოინგრა.