მთაწმინდაზე, კოტე მესხის შესახვევში სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფრომსა თემურ გიორგაძემ განუცხადა, მსხვერპლი და დაშავებულნი არ არიან.
"შენობა ავარიული იყო. გამგეობას აღრიცხვაზე ყავდა აყვანილი და მაცხოვრებლებს ქირით გასვლა შესთავაზა. კორპუსში მხოლოდ ერთი ოჯახიღა ცხოვრობდა, თუმცა საბედნიეროდ კორპუსის ჩამონგრევის დროს ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ",- განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გიორგაძემ.
მისივე თქმით, განწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და ამ დროისთვის კორპუსის ნარჩენების დემონტაჟი მიმდინარეობს.