სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მთავრობის დადგენილება უკვე გამოიცა.
დადგენილებაში ნათქვამია, რომ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს რეორგანიზება უნდა განხორცილდეს, რის შედეგადაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ცალკე სსიპ-ად ჩამოყალიბდება.
რეორგანიზაცია, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის სექტემბრისთვის დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს აღნიშნულმა სამსახურების რეორგანიზაციის შემდეგ სასწრაფო დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურები გაერთიანდა.