სამხრეთ კორეაში მომხდარმა ძლიერმა მეწყერმა 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მეწყერი ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, 12 ადამიანი სეულის სამხრეთით, მთიან კურორტ ჩინჩეონზე მეწყერის მიერ სასტუმროს წაღებამ იმსხვერპლა. მათგან უმეტესობა სტუდენტია. ასობით მაშველი ჩინჩეონზე გადარჩენილების პოვნასა და მათ გადარჩენას ცდილობს. კიდევ ხუთი ადამიანი სეულის ერთ გარეუბანში დაიღუპა.
ადგილობრივი მედია საშუალებები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა უფრო მეტი იქნება, რადგან მეწყერმა წაიღო რესტორანები, სასტუმროები და ყავის მაღაზიები.