ავღანეთში, ქალაქ ყანდაღარის მერი ღულამ ჰაიდარ ჰამედი მოკლეს. ის ყანდაღარის მერიის ოფისში დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა.
ეს ამ თვეში მესამე შემთვევაა, როდესაც ავღანეთში მაღალი რანგის პოლიტიკოსს კლავენ.
დასავლური მედიის ინფომაციით, ქვეყანაში არეულობამ უფრო იმატა, როდესაც აშშ-მა და სხვა ნატოს წევმა ქვეყნებმა ქვეყნიდან ჯარების გაყვანა დაანონსეს.