გლდანში მდებარე ერთ-ერთი საუნიდან გამოსულმა მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა.
ინციდენტი გამთენიისას მოხდა. თვითმხილველების თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა გასროლა მას შემდეგ მოახდინა, რაც მანქანაში ჩაჯდა.
დაშავებული მუცლის არეში მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რა გახდა ინციდენტის მიზეზი, გამოძიება დაადგენს.