ბრიტანულმა გამოცემა "გარდიანმა" ნორვეგიაში განხორციელებული ტერაქტების დროს დაკარგულთა და დაღუპულთა არასრული სია გამოაქვეყნა. ქართველი გოგონა თამთა ლიპარტელიანი, რომელიც ნორვეგიის კუნძულ უტიაზე, ახალგაზრდულ ბანაკში ისვენებდა, დაკარგულთა სიაში მოხვდა.
სულ "გარდიანს" 29 ადამიანზე აქვს ინფორმაცია. მათგან ზოგი დაღუპულთა სიაშია, ზოგი კი დაკარგული.
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს 32 წლის ტერორისტმა ანდრეს ბრეივიკმა ოსლოს ცენტრში აფეთქება მოაწყო, ახალგაზრდულ ბანაკში კი ცეცხლი გახსნა. ორივე თავდასხმას მთლიანობაში 76 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.