შიდსის ვირუსით საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპული ამჯერად 33 წლის მამაკაცია.
ექიმების განცხადებით, დაინფიცირებულს თავის ტვინის სიმსივნეც ჰქონდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაართულა. მედიკოსები პაციენტის დაგვიანებულ მკურნალობაზეც საუბრობენ.
მხოლოდ ივლისის თვეში შიდსის ვირუსით საქართველოში 3 ადამიანია დაღუპული.