დღეს, 27 ივლისს, უფლებათადამცველი ზაქარის ქუცნაშვილი პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც საბჭოთა იმპერიის დროს რეპრესირებული პირებისთვის კომპენსაციის გადახდის შესახებ ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დეტალურად ისაუბრებს.
ქუცნაშვილის განცხადებით, საბჭოთა იმპერიის დროს რეპრესირებული პირებისთვის კომპენსაციის გადახდა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრა. შესაბამის საქმეზე გადაწყვეტილება ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა.
"ევროპის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი დააკმაყოფილა. საქმე ეხება საბჭოთა ხელისუფლების დროს რეპრესირებული პირებისთვის კომპენსაციის მიცემას, რომლის გადახდაც საქართველოს არსებულ მთავრობას მოუწევს. ევროპულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ მნიშვნელობა არ აქვს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილია თუ სტალინი, რეპრესირებულმა ხალხმა კომპენსაცია უნდა მიიღოს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" უფლებადამცველმა ზაქარია ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა 1997წ წელს მიიღო კანონი, რომლითაც საბჭოთა ხელისუფლების დროს რესპრესირებულ პირებს შესაბამისი სტატუსი მიენიჭათ.