დღეს, 27 ივლისს, 10 საათიდან 18 საათამდე "თელასის" ქვესადგურში "დიდი ნავთლუღი" სარემონტო სამუშაოების გამო
ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: მოსკოვის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, ქინძმარაულის, ქიზიყის, ნაკადულის, ქაიროს, ჯავახეთის და ოცხერის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგებათ.