საქართველოს პირველი ლედი პოლონეთის პრეზიდენტის მეუღლეს მასპინძლობს. სანდრა რულოვსმა და ანა კომაროვსკამ ბათუმის ბოტანიკური ბაღი დაათვალიერეს.
დღესვე საქართველოს და პოლონეთის პირველი ლედები გონიოს ციხეს და დელფინარიუმსაც ეწვევიან. საღამოს კი პრეზიდენტებისა და მათი მეუღლეების ერთობლივი ვახშამი გაიმართება.
"ჩვენ პოლონეთის გარდაცვლილ პრეზიდენტთან და მის მეუღლესთან ლეხ და მარია კაჩინსკებთან მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებდა და ახალი პრეზიდენტის ოჯახთან მეგობრობაც იმავე ტრადიციებით გაგრძელდება", - განუცხადა ჟურნალისტებს სანდრა რულოვსმა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი მეუღლესთან ერთად საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია. ის უკვე მიიღო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მასთან გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრაც გამართა.