რამდენიმე საათის წინ დამწვრობის ცენტრში ლეღვის ფოთლების ნახარშით დამწვარი 2 პაციენტი შეიყვანეს.
21 და 22 წლის გოგონებმა ლეღვის ნაყენი ტანზე გადაივლეს და თაკარა მზის ქვეშ გასარუჯად დაწვნენ.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმ დღესვე დამძიმდა, თუმცა 4 დღის განმავლობაში სახლის პირობებში მკურნალობდნენ და ექიმებისთვის არ მიუმართავს. სიტუაციის გართულების შემდეგ დღეს დილით პაციენტები კლინიკაში გადაიყვანეს.