უკრაინის სახალხო ასამბლეის წევრები კიევში რუსეთის საელჩოსთან ქართული დროშებით მივიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი მიესალმებიან სრულიად საქართველოს კათალიკოს -პატრიარქის ილია II-ის უკრაინაში ჩაბრძანებას.
ამასთან ერთად, აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რუსეთის საელჩოსთან ქართულ დროშას აფრიალებენ განაცხადეს, რომ მათ კარგად იციან, რომ საქართველოს პატრიარქის უკრაინაში ჩასვლის მიზეზი, რუსეთის პატრიარქთან შეხვედრაა აფხაზეთის ეკლესიასთან დაკავშირებით.
"მიგვაჩნია, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციის აღდგენა არ მოხდება, ვინაიდან მაშინ აფხაზებმა ოსანა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უნდა უმღერონ. ამასთან ერთად, რუსეთს ჯერ არასოდეს არ დაუბრუნებია ის, რაც უკვე მის ხელშია", _ აცხადებენ ორგანიზაციის წევრები.