თბილისის ზღვაზე 50 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. წინასწარი ინფორმაციით, ზაზა ჯაბაური წყალში ნასვამ მდგომარეობაში შევიდა, რამაც გულის შეტევა გამოიწვია.
გარდაცვლილი ზღვაში საშუალო ასაკის ქალთან ერთად ბანაობდა. მაშველებმა ქალი ნაპირზე უვნებლად ამოიყვანეს. ის სამედიცინო დახმარების მიზნით მე-5 საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ზაზა ჯაბაურის ცხედარი რამდენიმე წუთის წინ ქალაქის პროზექტურაში გადაასვენეს.