საგარეჯოს რაიონის ყორულოს ნაკრძალში უძველესი თიხის ჭურჭელი აღმოაჩინეს. სპეციალისტების განცხადებით, ნივთები ჩვენს წელთაღრიცხვამდე ორი ათასი წლის წინანდელია.
ჭურჭელი მდინარე ივრის მიდამოებში იპოვეს.
ადგილობრივების თქმით, ეს ნივთები ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარის დონის დაკლების შემდეგ შენიშნეს. აქ, სავარაუდოდ, სამლოცველო იყო, სადაც შესაწირს აგროვებდნენ. უახლოეს მომავალში ნაკრძალში გათხრები და ტერიტორიის შესწავლა დაიწყება.