თბილისის საკრებულო დროებით ლერმონტოვის #10-ში გააგრძელებს მუშაოაბას. საკრებულოს ამჟამინდელ შენობას სარემონტო სამუშაოები უტარდება.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი აცხადებს, შენობა კულტურული ძეგლის სტატუსის მატარებელია და იგი აუცილებლად შეინარჩუნებს ისტორიულ სახეს.
"შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია და სპეციალისტების თქმით, ფასადის აღდგენასთან ერთად, ასევე აუცილებელია მისი საძირკველისა და შიდა კონსტრუქციის გამაგრება. ამიტომ საკრებულოს დეპუტატები და აპარატის თანამშრომლებილერმონტოვის ქუჩაზე მდებარე ენერგეტიკის ყოფილი სამინისტროს შენობაში გადავინაცვლებთ და მუშაობას იქ გავაგრძელებთ. სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება და იგი სავარაუდოდ 1 წელს გაგრძელდება",- განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.