სამრეთ კორეამ ერთი წლის შემდეგ თანხმობა განაცხადა გზის გახსნაზე, რომლითაც ჩრდილოეთ კორეაში ჰუმანიტარული ტვირთები ჩავა.
ჰუმანიტარული ტვირთებით დატვირთული თორმეტმა მანქანამ უკვე გადაკვეთა სადემარკაციო ხაზი, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას ყოფენ.
სამხრეთ კორეამ ტვირთებისთვის დერეფანი გასულ წელს, ჩრდილოეთ კორეის მიერ კუნძულ იონგპანგზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ჩაკეტა. ჰუმანიტარული ტვირთი ძირითად საკვები და სამედიცინო პროდუქტებისგან შედგება.
ორგანიზაცია "მსოფლიო სასურსათო პროგრამის" ინფორმაციით, ქვეყანაში დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი შიმშილობის ზღვარზეა.