საბერძნეთიდან 21 წლის რეზო ჟამურულის ცხედას საქართველოში 28 ივლისს გადმოასვენებენ. ამის შესახენ "ჯი-ეიჩ-ენს" საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი თავართქილაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ჟამურულის გადმოსვენება აქამდე ოჯახის ფინანსური პრობლემის გამო ვერ ხერხდებოდა. ის ასევე კატეგორიულად უარყობს საკონსულოს მიმართ ჟამურულის ოჯახის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც ცხედრის გადმოსვენებისთვის საბერძნეთში საქართველოს საკონსულო პრობლემით არ ინტერესდება.
"ჩვენი კონსული ოჯახთან ყოველდღიურ კონტაქტზე იმყოფება. რეალურად პრობლემა არ არსებობს, რადგან კონსულის უშუალო ჩარევით გვამი უკვე კუნძულიდან, სადაც ის დაიღუპა, ათენში გადმოასვენეს და მას ხუთშაბათის ათენი-თბილისის რეისით გადმოასვენებენ. აქამდე მისი გადმოსვენება ოჯახის ფინანსური პრობლემის გამო ვერ ხერხდებოდა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას თავართქილაძემ.
თავათქილაძის თქმით, რეზო ჟამურული დაახლოებით 2 კვირის წინ საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა. გარდაცვილის ოჯახის წევრების განცხადებით, რეზო ჟამურული საბერძნეთში ლეგალურად იყო წასული და ტურისტულ სააგენტოში მუშაობდა.