"ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში უმძიმესი ვითარებაა" - ასეთია მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" წლის განმავლობაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგი. შესაბამისი კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" იმართება.
როგორც ჟურნალისტებს პრეზენტაციის დაწყებამდე მოძრაობის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ განუცხადა, ყველაზე რთული ვითარება პენიტენციალურ სისტემაში სასამართლოსა და პოლიტიკური რეპრესიების კუთხით არსებობს.
"სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" და პატიმართა დახმარების საქველმოქმედო ფონდი დღეს აჯამებს ყველა იმ კვლევას და სამუშაოს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ერთი წლის განმავლობაში ჩატარდა. არის უმძიმესი ვითარება, განსაკუთრებით პენიტენციალურ სისტემაში, სასამართლოსა და პოლიტიკური რეპრესიების კუთხით", - აღინშნა ბესელიამ.
აღსანიშნავია რომ დღევანდელი კონფერენციის ფარგლებში აღნიშნული მოძრაობა პოლიტ პატიმრების ახალ სიასაც გამოაქვეყნებს და იმ მთავარ 7 პრობლემაზე ისაუბრებს, რომელიც ციხეებში არსებობს. ამასთან მოძრაობა "სოლიდარობა უკნაონო პატიმრებს" კონფერენციის მონაწილე უფლებადამცველებსა და ექსპერტებს 6 ინიციატივითაც მიმართავს, მათ შორის ერთ-ერთი საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შექმნას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც უფლებადამცველები პატიმრებისა და ადვოკატების უფლებების დასაცავად და პოლიტიკური რეპრესიების შესაჩერებლად პენიტენციალურ სისტემაში მონიოტრინგს დაიწყებენ.
"საუბარია 6 ინიციატივაზე, რომელსაც დღეს შევთავაზებთ ესპერტებსა და უფლებადამცველებს და იმედი მაქვს მათი მხარდაჭრის", - აღნიშნა ბესელიამ.