მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" პოლიტპატიმართა ახალ სიას აქვეყნებს. როგორც დღეს "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარე კონფერენციაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით წლის განმავლობაში ჩატარებული შედეგების პრეზენტაციისას გახდა ცნობილი ეკა ბესელიას მოძრაობა პოლიტ პატიმართა უკვე არსებულ სიას 15 კაციან შემადგენობას ამატებს.
ესენია: ალექსანდრე ჭუმბურიძე, შოთა აფხაიძე, რატი მაისურაძე, ლევან ჩაჩუა, ჯაბა გურჩიანი, გიორგი გაბედავა, ავთანდილ ზუმბაძე, დავით შალამბერიძე, ზვიად ბლიაძე, მალხაზ არქანია, ხვიჩა მაჭარაშვილი, ბონდო კაკაშვილი, დავით ჯარმენიშვილი, ზვიად ბერაძე და გოჩა მუხაშავრია.
აღსანიშნავია რომ მალხაზ არქანია, რომელიც ბესელიას მოძრაობამ პოლიტ პატიმართა ნუსხაში მოახვედრა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ორგანიზებით სხვადასხვა დროს განხორციელებული ტერაქტების შესრულებაშია ბრალდებული.
შეგახსენებთ რომ ბესელიას მოძრაობის მიერ შემუშავებულ პოლიტ პატიმართა სიაში აქამდე 58 მსჯავრდებული ირიცხებოდა.