დღეს კიევში რუსეთის საელჩოსთან უკრაინელი ნაციონალისტების აქცია გაიმართება, რომელიც "რუსული სამყაროს" იდეის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ამ იდეას უკრაინაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიაქრაი კირილი ასხამს ფრთებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული ნაციონალისტების კონგრესის წარმომადგენელთა აზრით, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელის ვიზიტი უკრაინაში პოლიტიკური ხასიათისაა. ორგანიზაცია ქვეყნის ხელისუფლებისგან მოითხოვს არ დაუშვას კირილის მიერ ისეთი შინაარსის შემცველი განცხადებების გაკეთება, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებენ უკრაინის სახელმწიფოებრიობას.
"რუსი პატრიარქი კირილი (გუნდიაევი) კვლავ ჩამოდის ჩვენთან თავისი იდეა-ფიქსით უკრაინაში ე.წ. რუსული სამყაროს მშენებლობის შესახებ, მაშინ როდესაც ჩვენს ქვეყანაში დიდ მორალურ ავტორიტეტს იხვეჭენ სწორედ უკრაინული საეკლესიო კონფესიები. სულ უფრო და უფრო მეტი უკრაინელი ზურგს აქცევს რუსულ ეკლესიას, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად ემსგავსება მაღაზიას და თავად რუსეთის პატრიარქი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ბიზნესის ნაწილია", _ აცხადებენ უკრაინული ნაციონალისტების კონგრესის წარმომადგენლები და აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პატრიარქი საკმაოდ გავლენიან ფიგურად ითვლება მენტალურად უკრაინელები არასოდეს ყოფილან ე.წ. რუსული სამყაროს ნაწილი და არც იქნებიან.
მასალის გამოყენების პირობები