ნორვეგიის პოლიციამ ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ნაწილი შესაბამის სიაში ორჯერ აღრიცხა.
დაშვებული შეცდომების აღიარება უკვე მოხდა. პოლიციის კომისრის იოსტაინ მაელანდის ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-ს შეადგენს და არა 93-ს, როგორც ეს თავდაპირველად განაცხადეს.
სამართალდამცველების განმარტებით, ზოგიერთი გარდაცვლილის ორჯერ აღრიცხვა მოხდა, რამაც უზუსტობა გამოიწვია.
გარდაცვლილთაგან 68 კუნძულ უტოიაზე, ახალგაზრდულ ბანაკზე განხორციელებული თავდასმის შედეგად დაღუპულია.
ნორვეგიაში ისევ გლოვის დღეებია.