დღეს , 26 ივლისს, შერატონ მეტეხი პალასში , 12:00 საათზე სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ხელმძღვანელის, ეკა ბესელიას ორგანიზებით, ტარდება შემაჯამებელი კონფერენცია.
კონფერენციაში, რომლის თემაა "ადამიანის უფლებების პრობლემები ქვეყანაში", მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მოქმედი ქართველი უფლებადამცველები და ექსპერტები.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეს, კონფერენციაზე გაიმართება ჩატარებული ღონისძიებების ანალიზის პრეზენტაცია და ასევე ისმსჯელებენ შემდგომ სამოქმედო გეგმებზე.
კონფერენციას საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.